მომსახურების გენერალური ხელშეკრულება
1. შესავალი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს შპს „ბიტანიკა“-ს (შემდგომში - პროვაიდერი) და მომხმარებელს შორის ურთიერთობას პროვიადერის მიერ გაწეული მომსახურებისას
1.2 ხელშეკრულების საფუძველზე პროვაიდერი იღებს ვალდებულებას გაუწიოს მომხმარებელს ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული მომსახურება, ხოლო მომხმარებელი ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს და იღებს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და მომსახურების სანაცვლოდა გადაიხადოს შესაბამის საკომისიოები (არსებობის შემთხვევაში).
1.3 მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთობა ხელშეკრულებასთან ერთად რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ზოგადი დებულებები
2.1 მომხმარებელი ხელშეკრულებას ეცნობა პროვაიდერის პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის პროცესში, რეგისტრაციის დასრულებამდე და ვალდებულეია სრულად და ყურადღებით გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს
2.2 მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ ხდება მისი დადასტურება, რა დროსაც აღნიშნული ქმედება მიიჩნევა მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების პირობებზე თანხმობად და მომხმარებელი იღებს ვალდებულებას შეასრულოს ზემოხსენებული
2.3 რესტრაციის შემდეგ მომხმარებელს შესაძლებელია გაეხსნას მხოლოდ ერთი ანგარიში/საფულე პროვაიდერის პლატფორმაზე
2.4 მომხმარებელი რეგისტრაციის პროცესში ვალდებულია პროვაიდერს მიაწოდოს მის შესახებ სწორი და უტყუარი ინფორმაცია/მონაცემი, რომელთა ცვლილების შემთხვევაში გონივრული ვადის ფარგლებში ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ
2.5 რეგისტრაციის პროცესის გავლის შემდეგ მომხმარებელი იღებს ვალდებულებას პროვიადერის პლატფორმაზე გაიაროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესი.
2.6 პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებლის რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომხმარებლისგან რაც აუცილებელია მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად.
2.7 ხელშეკრულება მოქმედია მისი დადასტურებიდან მომხმარებლის მიერ პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტამდე.
3. ინფორმაცია მომსახურების შესახებ
მომხმარებლის მიერ საკუთარ ანგარიშზე/საფულეზე წვდომა და მართვა ხორციელდება პროვაიდერის ვებ-გვერდის და/ან აპლიკაციის მეშვეობით
3.1 მომხმარებელი უფლებამოსილია განახორციელოს ვიარტუალი აქტივით მომსახურებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები/ოპერაციები
3.2 ოპერაციების შესრულება ხორციელდება პროვაიდერის პლატფორმაზე (ვებ-გვერზე/აპლიკაციაში), სადაც მომხმარებელი ავსებს შესაბამისი დავალების ფორმას / აძლებს პროვაიდერს დავალებას
3.2.1 დავალების ფორმის შევსებით და დადასტურების, მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას მის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნის პროვიადერის მიერ შესრულებაზე
3.2.2 შესრულებული ოპერაციის/ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის ოპერაციის/ტრანზაქციის შესრულების შემდეგ, როგორც პორვიადერის პლატფორმაზე (ვებ-გვერდი/აპლიკაცია) ასევე ცალკეული შეტყობინების სახით
3.2.3 შესრულებული დავალებების შესახებ ინფორმაცია ინახება მომხარებლის ანგარიშის/საფულის გვერდზე (პირად პროფილში) და პროვაიდერის სისტემაში
3.3 პროვაიდერის პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული შემდეგი მომსახურებები: პროვაიდერის ვირტუალური აქტივის (stablecoin)-ის შეძენა, პლატფორმაზე დაშვებული სხვა აქტივის შეძენა, P2P trading, Spot trading, სხვა პლატფორმაზე გადარიცხვა, ვიარტუაური ვალუტის ფულად სახსრებში გადაცვლა.
3.4 პროვაიდერის პლატფორმაზე ვირტუალურია აქტივის შეძება შესაძლებელია პლატფორმაზე მითითებული არხების საშუალებით, რომელიც მათ შორის შეიძლება მოიცავდეს საბანკო გადარიცხვას, საბარათე ოეპრაციას და სხვა.
4. ინფორმაცია საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ
4.1 მოხმარებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე დასტურით, ეთანხმება, რომ პროვაიდერი მიერ მისთვის შეტყობინების წარდგენა განხორციელდება პროვიადერის პლატფომაზე არსებულ მის პირად პროფილში და/ან ელ. ფოსტაზე და/ან SMS შეტყობინების გაგზავნის სახით
4.2 მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეტყობინების ნებისმიერი ზემოაღნიშნული გზით წარდგენა, ჩაითვლება შეტყობინების სათანადო წარდგენა
4.3 შეტყობინება, რომელიც არ არის დაკავშირებული ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პუნქტების ცვლილებასთან ითვლება დადასტურებულად, თუ მომხმარებელი შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ მოახდებს უკუკავშირს.
4.4 მომხმარებლის მხრიდან პროვიადერისთვის გამოგზავნილი შეტყობა ითვლება მიღებულად იმავე დღეს, თუ აღნიშნული წარდგენილია პროვიადერის სამუშაო საათებში
4.5 სამუშაო დღის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული შეტყობინება ჩაითვლება მომდებნო სამუშაო დღეს მიღებულად.
5. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
5.1 ხელშეკრულების მნიშნველობანი პირობების ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლისთვის შეტყოვინების გაგზავნა ხორციელდება ცვლილების ძალაში შესვლამდე 60 დღით ადრე.
5.2 მომხმარებლის მიერ შეტყობინების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში უარის შესახებ უკუკავშირის მიუღებლობის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება ითვლება მიღებულად.
5.3 პროვიადერი იტოვებს უფლებამოსილებას ზემოთ მითითებული ვადებისგან განსხვავებული ვადისგან განსხვავებული ვადით აცნობოს მომხმარებელს ცვლილება თუ აღნიშნული განპირობებულია საკანონმდებლოო ცვლილებებით და ცვლილება მომხმარებლის სასარგებლოდ აისახება.
5.4 შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ და / ან მხარეთა მიერ დაშვებულ სხვა ენაზე.
5.5 ცვლილების ამოქმედებამდე მომხმარებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხეშეკრულება დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული ყოველდგვარი საკომისიოს, ხარჯის და პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე.
5.6 თავის მხრივ, ცვლილებებზე მომხმარებლის უარის შემთხვევასი პროვადიერი უფლე.
6. ოპერაციის ავტორიზაცია
6.1 ოპერაცია ავტორიზებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.2 გადამხდელმა შეიძლება ოპერაციის ავტორიზება განახორციელოს გადახდის ოპერაციის შესრულებამდე ან მის შემდგომ, თუ ამ უკანასკნელის შესახებ გადამხდელსა და პროვაიდერს შორის არსებობს შეთანხმება.
6.3 ოპერაციის ან ოპერაციების სერიის განხორციელებაზე თანხმობა გაიცემა გადამხდელსა და პროვაიდერს შორის შეთანხმებული ფორმით (მათ შორის ელექტრონულად).
6.4 ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს მიმღების ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით.
6.5 თანხმობის არარსებობის შემთხვევაში გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა
6.6 მომხმარებლის მიერ პროვაიდერისათვის მიცემული დავალება უნდა შეესაბამებოდეს პროვაიდერის წესებით დადგენილ სტანდარტებს და უნდა შეიცავდეს იმ რეკვიზიტებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერის მიერ დავალების შესრულებას, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ინფორმაციას.
6.7 დავალების ფორმასა და სტრუქტურას განსაზღვრავს პროვაიდერი.
6.8 მომხმარებელი პასუხისმგებელია თავის მიერ პროვაიდერისათვის დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორისა და სისრულისთვის.
6.9 დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციოსატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით.
6.10 საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს დავალების მიცემის (ინიციირების) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებული წესი.
7. დავალების მიღება, უარყოფა,შესრულების ვადები
7.1 დავალების მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც გადამხდელის პროვაიდერი მიიღებს დავალებას, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებულია გადამხდელის თუ მიმღების მიერ.
7.2 თუ დავალება პროვაიდერის მიერ მიღებულია მისთვის არასამუშაო დღეს, იგი მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება.
7.3 თუ დავალება მიღებულია არასამუშაო პერიოდში (20:00 საათიდან) ასეთი დავალება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება.
7.4 თუ პროვაიდერი უარს ამბობს დავალების შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე, იგი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს აღნიშნულის შესახებ.
7.5 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს უარის თქმის საფუძველი და მიაწოდოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი იმ ფაქტობრივი ხარვეზების გამოსწორების პროცედურა, რომლებმაც განაპირობა უარის თქმა, თუ ასეთი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია.
7.6 პროვაიდერი ვალდებულია ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმით ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს დავალების შესრულების ვადისა.
7.7 თუ გადამხდელს არ აქვს ოპერაციის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, გადამხდელის პროვაიდერს უფლება აქვს, უარი თქვას დავალების შესრულებაზე, თუკი გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7.8 თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან, პროვაიდერმა უზრუნველყოფს დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის ამ თანხის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა დავალების მიღების დღეს, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7.9 თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა პროვაიდერი ჰყავთ:
7.9.1 გადამხდელის პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს დავალებაში მითითებული სახსრების მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
7.9.2 მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისთვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან ეს თანხა სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი.
7.10 მომხმარებლის მიერ ანგარიშზე ამ ანგარიშის ვალუტაში ნაღდი თანხის შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას პროვაიდერი ვალდებულია ეს თანხა მისი მიღებიდან დაუყოვნებლივ დაუკრედიტოს და ხელმისაწვდომი გახადოს ანგარიშის მფლობელისთვის ან ელექტრონული ფულის მომხმარებლისთვის.
7.11 გადამხდელს უფლება აქვს, დავალების შესრულების დასადასტურებლად პროვაიდერს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი.
7.12 დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
7.13 ოპერაციის რეკვიზიტების საფუძველზე ოპერაციის სისტემაში გატარება/არსებობა, ოპერაციის რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, აგრეთვე მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან მიღებული ელექტრონული დოკუმენტით
7.14 გადახდა შესრულებულად ითვლება მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვის მომენტიდან
7.15 მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს დავალება, თუ იგი მიღებულია გადამხდელის პროვაიდერის მიერ
7.16 თუ დავალება შესრულებულია უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით, ის ითვლება სწორად შესრულებულად იმ მიმღების მიმართ, რომელსაც უნიკალური იდენტიფიკატორი განსაზღვრავს.
7.17 თუ მომხმარებლის მიერ მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორი არასწორია, პროვაიდერს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ოპერაციის შეუსრულებლობისთვის ან მისი არასწორად შესრულებისთვის.
8. არააავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაცია
8.1 მომხმარებელი უფლებამოსილია პროვაიდერს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება, თუ არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტებიდან არ გასულა 13 თვეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინა პროვაიდერს ამგვარი ოპერაციის შესახებ.
8.2 თუ ოპერაციაში მონაწილეობდა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი, მომხმარებელი უფლებამოსილია არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება მოსთხოვოს ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.
8.3 თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ ოპერაცია არაავტორიზებულია ან არასწორად არის განხორციელებული, პროვაიდერს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ გადახდის ოპერაცია იყო ავთენტიფიცირებული, აგრეთვე სწორად იყო განხორციელებული, ჩაწერილი და ანგარიშებზე აღრიცხული და ტექნიკურ გაუმართაობას ან პროვაიდერის მომსახურების სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია.
8.4 პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, როდესაც აღნიშნულის შესახებ პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა ან მან მიიღო შეტყობინება.
8.5 პროვაიდერს არ ეკისრება გადამხდელისთვის ანაზღაურების ვალდებულება, თუ მას აქვს მომხმარებლის მიერ თაღლითური ქმედების განხორციელების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი.
8.6 გადამხდელი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არაუმეტეს 100 ლარისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესრულებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:
8.6.1 საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვის, დაკარგვის, უკანონო მითვისების მომხმარებლის მიერ აღმოჩენა შეუძლებელი იყო ოპერაციის განხორციელებამდე
8.6.2 დაკარგვა გამოწვეული იყო პროვაიდერის, მისი აგენტის ან/და აუთსორსინგული კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით.
8.7 გადამხდელი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებული ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი თაღლითური ქმედებით.
9. საჩივრების მართვა
9.1 მომხმარებელი უფლებამოსილია პროვაიდერს საჩივარი წარუდგინოს ზეპირი ან წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით ან მათ შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში სხვა ხანგრძლივი მატარებლით.
9.2 პროვაიდერი ვალდებულია განახორციელოს მომხმარებელთა საჩივრებზე რეაგირებასთან დაკავშირებული საქმიანობის, მათ შორის, საჩივრების აღრიცხვისა და ანალიზის, მონიტორინგი.
9.3 ვალდებულია მომხმარებელს წარდგენილი საჩივრის მიღება მისი მიღების დღეს დაუდასტუროს მატერიალური ფორმით ან მომხმარებელთან შეთანხმებით სხვა ხანგრძლივი მატარებლით.
9.4 საჩივრის ზეპირი ფორმით წარდგენის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს წერილობითი საჩივრის წარდგენა ან მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს საჩივრის აუდიოჩაწერა.
9.5 საჩივრის მიღების დღედ ითვლება მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის საჩივრის წარდგენის სამუშაო დღე.
9.6 თუ საჩივარი წარდგენილ იქნა არასამუშაო დღეს, მიღების დღედ ითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
9.7 საჩივრის შესახებ პროვაიდერის გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს საჩივარში აღნიშნულ ყველა საკითხს.
9.8 პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.
9.9 თუ პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს დაგვიანების დასაბუთებული მიზეზი, საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა.
9.10 საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 35 სამუშაო დღეს.
9.11 პროვაიდერი ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ მომხმარებლის მიერ არჩეული ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).
9.12 მომხმარებელს უფლება აქვს, პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ − კომისია) მხოლოდ პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში.
9.13 მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს, თუ მისი მოთხოვნა არ აღემატება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს (სადავო ქმედების განხორციელების თარიღით ან წარდგენის დღის თარიღით). კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში (შესაძლოა გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით). კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ. მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშეც.
10. დასკვნითი დებულებები
10.1. წინამდებარე ხელშრკულების დადასტურებით, მომხმარებელი თანახმაა:
10.1.1 პროვაიდერმა დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კლიენტისთვის მომსახურების გაწევისა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების მიზნით. მხარეები უზრუნველყოფენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისას მიღებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას.
10.1.2 პროვაიდერმა მომსახურების გაწევის, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის, განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, გამოიყენოს სისტემაში ასახული კლიენტის პერსონალური მონაცემები.
10.2. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას და არ გაუმჟღავნოს მესამე პირებს მის მიერ შექმნილი ან წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მისთვის მიწოდებული პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები, მათ შორის, სხვა პირის მიერ მისი სახელით მომსახურებით სარგებლობის მიზნით. თუ მომხმარებელმა არ შეასრულა ეს ვალდებულება ან/და განზრახ ან გაუფრთხილებლობით განახორციელა აღნიშნული ქმედებები, მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა აღნიშნულით გამოწვეულ შედეგებზე და იღებს ვალდებულებას სრულად აუნაზღაუროს მესამე პირებს აღნიშნული ქმედებით ან უმოქმედობით მიყენებული ზიანი.
10.3. პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს, სხვა უფლებამოსილ ორგანოებს, თუ მსგავსი ვალდებულება განსაზღვრულია კანონმდებლობით ან იმ მიზნით, რომ დადგინდეს დაირღვა თუ არა ეს ხელშეკრულება ან შესაბამისი ნორმატიული აქტი.
10.4. მომხმარებლის თანხმობით, მისი მონაცემები შეიძლება ასევე გადაეცეს გადახდის ინიციირების ან ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების პროვაიდერს.
10.5. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ პროვაიდერი შეაგროვებს/დაამუშავებს კლიენტის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
10.6. პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი მიაწოდოს გარე აუდიტორს, კონსულტანტს, მრჩეველს, რომელიც პროვაიდერს უწევს პროფესიულ მომსახურებას.
10.7. თითოეული მხარე ადასტურებს, რომ ფლობს მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილ ყველა თანხმობას, ნებართვას და ლიცენზიას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე ხელშეკრულების შესასრულებლად.
შპს „ბიტანიკა“ (ს/კ 405573856)იურიდიული მისამართი - საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, მერაბ ალექსიძის ქუჩა N12, სართული 8, ბლოკი "ბ", საოფისე ფართი N39
ფაქტობრივი მისამართი - საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, მერაბ ალექსიძის ქუჩა N12, სართული 8, ბლოკი "ბ", საოფისე ფართი N39
საკონტაქტო ინფორმაცია - [email protected] ; [email protected];
ვებ-გვერდი - www.bitanica.com
საზედამხედველო ორგანო - საქართველოს ეროვნული ბანკია, www.nbg.gov.geსაზედამხედველო ორგანო არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებაზე !